воскресенье, 15 ноября 2015 г.

მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო იყო დრევანდელი დღე.  მეგობრებმა წარადგინეს პროექტები, ვერცერთს ვერ გამოვყოფ რადგან სუყველა ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც არ ვიცოდი, დიდი მადლობა  რადგან ამ ტრენინგმა მართლაც ბევრი რამ მომცა, საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე.  

пятница, 13 ноября 2015 г.

მერვე დღე

შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებისათვის რესურსები, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსაწავლეებისთვის პრეზენტაციის შაბლონები,ავტვირთეთ საქაღალდეები ბლოგზე,

воскресенье, 8 ноября 2015 г.

მეექვსე დღე

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გავაფორმე ანიმაციებით და ფერებით, ავტვირთე  და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე, გავაკეთე მოსწავლის ნაშრომის შეფასება.

суббота, 7 ноября 2015 г.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



მეხუთე დღე


ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან , საავტორო უფლებების დაცვა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. განსაზღვრული შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში. ძალიან საინტერესო ოყო დღევანდელი დღე.

воскресенье, 1 ноября 2015 г.

მეოთხე დღე

ძალიან საინტერესოა. რადგან დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე,უფრო კონკრეტულად: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივ კითხვებზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწვლის ჩართულობას, ასევე საკვანძო კითხვებზე.  ჩვენი პროექტისთვის შევიმუშავეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ასევე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმებიც განვიხილეთ.

суббота, 31 октября 2015 г.

მესამე დღე


დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, რადგან დღეს მიღებული ცოდნა დაგვეხმარება მედია გზავნილების შექმნის,თვალსაჩინოებების მოძიებასა და გამოყენებაში, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენს პროექტს და საინტერესოს, ასევე ვისწავლეთ პროექტების დაგეგმვა რომელიც მოსწავლეს გამოადგება საკითხის უფრო სიღრმისეული  ცოდნის  დაუფლებაში.       

воскресенье, 25 октября 2015 г.

პირველი დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით ბლოგის ფონების შეცვლა, საქაღალდეების დაარქივება, საკუთარ ფოსტაზე წერილების გაგზავნა, მეგობრების ბლოგებზე კომენტარების გაკეთება.

суббота, 24 октября 2015 г.

პირველი დღე

გავეცანით მოკლედ თუ რას მოიცავს პროექტების სწავლება.ასევე ვისწავლე ფაილების გაგზავნა და შენახვა ინეტრნეტით, ბლოგების შექმნა. ამას მართლაც აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესებში.  ეს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის გაკვეთილებს ასევე მოსწავლეებს განუვითარებს სხვადასხვა უნარჩვევებს. დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო.